სტუდენტური ინიციატივები საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ს საგანმანათლებლო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ხელს უწყობს კურიკულუმის ფარგლებს მიღმა დაგეგმილი აქტივობების ინტეგრაციას სტუდენტურ ცხოვრებაში. აკადემია მიზანმიმართულად ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი იდეები გარდაქმნან რეალურ პროექტებად და ამ პროცესში განივითარონ როგორც პროფესიული, ისე პრაქტიკული უნარები.

სტუდენტური ინიციატივა წარმოადგენს სტუდენტის, საინიციატივო ჯგუფის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილ იდეას, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას კურიკულუმის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი აქტივობების განხორციელების გზით.

  • პროფესიულ ორიენტაციასა და კარიერული განვითარებას;
  • პიროვნული ინტერესების რეალიზაციასა და განვითარებას;
  • სოციალურ ინტეგრაციასა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას;
  • მეწარმეობრივი კომპეტენციების განვითარებას;
  • სხვა ნებისმიერი სახის ღონისძიების მოწყობას, რომელიც უკავშირდება პროფესიულ სტუდენტთა და მსმენელთა პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას.
  • პროფესიული სტუდენტები და მსმენელები ან მათი საინიციატივო ჯგუფები;
  • აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალი;
  • პროფესიული განათლების მასწავლებელი;
  • აკადემიის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები;

ინიციატივის წარსადგენად აუცილებელია შეივსოს შესაბამისი განაცხადის ფორმა და საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის ფორმაშევსებული დოკუმენტაცია გადაეცემა აკადემიის ადმინისტრაციას ფიზიკურად ან იგზავნება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info@sba.edu.ge

შევსებული განაცხადის ფორმა უნდა მოიცავდეს:

ინიციატივის განხილვა ხორციელდება აკადემიის შიდა პროცედურების შესაბამისად, მისი წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. დასაშვებად ითვლება ის ინიციატივა, რომელიც:

ინიციატივის განხილვის შედეგები

წარმოდგენილი ინიციატივა განიხილება განსაზღვრული ვადების შესაბამისად. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ინიციატორი მიიღებს ოფიციალურ პასუხს, სადაც დაზუსტებული იქნება ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი დეტალი. ინიციატივაზე უარის თქმის შემთხვევაში აკადემიის ადმინისტრაციული სამსახური სათანადო არგუმენტაციით აცნობებს ინიციატორს.

ინიციატივის დაფინანსება და მხარდაჭერა

აკადემია უზრუნველყოფს დასაშვებად მიჩნეული სტუდენტური ინიციატივის ფინანსურ, მატერიალურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას აკადემიის წლიური ბიუჯეტის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსების მოცულობა შესაძლებელია გადაიხედოს დირექტორის გადაწყვეტილებით.