თეა მაისურაძე
თეა მაისურაძემ საგანმანათლებლო სივრცეში მოღვაწეობა უმაღლესი სასწავლებლის დასრულებისთანავე დაიწყო; სოხუმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კათედრის ლაბორანტი, ადმინისტრაციული მიმართულებით იწყებს პროფესიულ საქმიანობას და აკადემიური დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ, სალექციო პროცესს აგრძელებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მოწვეული დოქტორის სტატუსით. მისი კვლევის სფეროს წარმოადგენდა ქართული ლიტერატურისა და ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორია.
თეა მაისურაძე იყო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, MCA Georgia, ISWD საგრანტო პროექტის მენეჯერი; მონაწილეობდა პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმის შემუშავების პროცესში, ასევე აქტიურად იყო ჩართული პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების პროცესში.
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციამ, თეა მაისურაძე, 2022 წელს დააჯილდოვა პროფესიული განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
2016 წლიდან, თეა მაისურაძე, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში იკავებს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციას.