ლოგისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი

ტიტე ბოლქვაძე

ტიტე ბოლქვაძე არის ლოგისტიკისა და საბაჟო მიმართულების წამყვანი სპეციალისტი, მრავალწლიანი პრაქტიკული და საგანმანათლებლო გამოცდილებით. მისი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო ხაზს, სადაც ხელმძღვანელობს ლოგისტიკურ პროცესებს.

აქვს მუშაობის გამოცდილება საბაჟო საწყობებში, გადამზიდავ და საბროკერო კომპანიებში. 2008 წლიდან აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს მებაჟეთა ახალი თაობის მომზადებაში.

მონაწილეობდა საბაჟო და ლოგისტიკის პროფესიული სტანდარტების შექმნასა და დანერგვაში. 2017 წლიდან არის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი, ხოლო 2022–2024 წლებში იყო ავტორიზაციის საბჭოს წევრი.

2024 წელს იყო პროფესიული განათლების მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, ხოლო 2025 წელს მიენიჭა მაგისტრი მასწავლებლის სტატუსი.

2011 წლიდან არის SBA-ის გუნდის წევრი და დღეს ხელმძღვანელობს ლოგისტიკის პროგრამას, რომლის განვითარებაშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.