დოქტორი ალექსანდრე შაროვი

დოქტორი ალექსანდრე შაროვი

2017 წლის 28 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, პოლონეთის WSB უნივერსიტეტის რექტორის რწმუნებული საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, დოქტორი ალექსანდრე შაროვი.
ბატონი ალექსანდრე შეხვდა აკადემიის პერსონალს და მიაწოდა ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მოხდა შეთანხმება თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით. დაიგეგმა, რომ სექტემბერში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.