უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის Home »

 რეგისტრაცია უცხოენოვან პროგრამაზე

  1. აპლიკანტის მიერ რეგისტრაციისათვის წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ (წერილობით გამოხატული ნება);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში მეურვის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);

გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) იმ ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი/გარემოებები, რომელზეც ხორციელდება პროგრამა, ან მოთხოვნა ენის გამოცდის ჩატარების შესახებ.

  1. აკადემიის დირექტორი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებით წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც ადასტურებს პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებთან აპლიკანტის შესაბამისობას.
  2. დადგენილ ვადებში დოკუმენტების წარუდგენლობა ან არასრულად წარდგენა შესაძლოა გახდეს აპლიკანტისათვის შეფასების ეტაპზე დაშვებაზე უარის თქმის საფუძველი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ჩარიცხვის სპეციფიკა

  1. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ჩარიცხვა ხორციელდება ქვემოთ მოცემული წესითა და ამ მუხლით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით;
  2. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით უნდა წარმოადგინონ ან ელექტრონულად გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ (წერილობით გამოხატული ნება);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი; (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში მეურვის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი);

გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;

დ) იმ ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი/გარემოებები, რომელზეც ხორციელდება პროგრამა, ან მოთხოვნა ენის გამოცდის ჩატარების შესახებ;

ე) უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოში აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;(საჭიროების შემთხვევაში)

ვ) წარმომადგენლის შემთხვევაში, მინდობილობის დოკუმენტი, გადათარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად;

3. უცხო ქვეყნის მოქალაქე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენასთან ერთად იხდის საქართველოში ლეგალურად ყოფნის მხარდაჭერის მომსახურეობისათვის საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ის “ინსტრუქცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის პირობების შესახებ”განსაზღვრულ საფასურს.

4.ამ მუხლის მე-2 და მე-3  პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებთან შესაბამისობის და ამ თავით გათვალისწინებული  შერჩევის ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივ აქტს აპლიკანტის ჩარიცხვის თაობაზე;

5.არასაბიუჯეტო დაფინანსების შემთხევევაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ჩარიცხვის აქტის გამოცემის წინაპირობაა აპლიკანტის მიერ სწავლის საფასურის/საფასურის ნაწილის განსაზღვრულ ვადაში გადახდა.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობა შესაძლოა გახდეს სტუდენტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი;

7.დირექტორის მიერ ჩარიცხვის შესახებ გამოცემული აქტის და სტუდენტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სასწავლო პროცესის მართვის სამსახური სტუდენტს სავიზო პროცედურების განხორციელების მიზნით უგზავნის მოწვევის წერილს;
8.სასწავლო პროცესის მართვის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის კონსულტირება მოცემულ პერიოდში ქვეყანაში არსებული საზღვრის კვეთის პროცედურების და პირობების თაობაზე.

შეფასების მეთოდები და ეტაპები 

1. კონკრეტულ პროგრამაზე შეფასების გამოყენებული მეთოდების და შეფასების ეტაპების თაობაზე, დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს;

2. შეფასების მეთოდები და ეტაპები უნდა უზრუნველყოფდნენ პირის შესაბამისობის შემოწმებას პროგრამით განსაზღვრულ დაშვების წინაპირობებთან.
3. შეფასების მეთოდები და ეტაპები უნდა უზრუნველყოფდნენ წინასწარი შეფასებით, ისეთ აპლიკანტთა შერჩევას, რომლებიც შეძლებენ პროგრამის განხორციელების ვადებში პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას;
4. შეფასება შესაძლოა განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით.
5. შეფასების პროცესი უნდა განხორციელდეს ვალიდურობის, სანდოობის, გამჭვირვალეობის, სამართლიანობის და ობიექტურობის პრინციპების დაცვით.

6. კანდიდატთა შეფასების მიზნით შესაძლოა გამოყენებული იქნეს ერთი ან რამდენიმე მეთოდი;

7.შეფასების მეთოდის შინაარსს, ასევე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს განსაზღვრავს შესარჩევი კომისია;

8.შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

9.ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

10.შესარჩევი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, (აპლიკანტთა შეფასების შედეგები) შესაბამისი ოქმის შედგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ეცნობება აპლიკანტს.

11. აპლიკანტი უფლებამოსილია შესარჩევი კომისიის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისა, გაასაჩივროს სააპელაციო კომისიასთან, გადაწყვეტილების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

პროგრამის განხორციელების ენის ფლობის დონე და ენის ფლობის დადასტურების პირობები

1. აპლიკანტის მიერ უცხოენოვანი პროგრამის განხორციელების ენის ფლობის დონეა B1, ენათა ფლობის დონეების ზოგადევროპული სისტემის შესაბამისად;
2. ამ მუხლის 1 პუნქტით დადგენილ დონეზე ენის ფლობის დადასტურება ხორციელდება:
ა) წინმსწრები განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით, თუ ეს განათლება აპლიკანტს მიღებული აქვს პროგრამის განხორციელების ენაზე;
ბ) იმ ქვეყანაში ცხოვრების/მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილებით, რომელშიც პროგრამის განხორციელების ენა ოფიციალური ენაა;
გ) აკადემიის მიერ ორგანიზებული ენის გამოცდის შედეგებით;
დ) ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც გაცემულია ენის ფლობის დადგენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარების გზით.
3. აპლიკანტის მიერ ენის დადასტურების მიზნით აკადემიის მიერ ორგანიზებული ენის გამოცდის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული გამოცდის ორგანიზება წარმოადგენს შერჩევის ეტაპის ნაწილს.
4. ამ მუხლის 1 პუნქტით დადგენილ დონეზე პროგრამის განხორციელების ენის ფლობის დაუდასტურებლობა წარმოადგენს პროგრამაზე ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველს.