ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადის სუპერფინალი აჭარში

ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადის სუპერფინალი აჭარში

2017 წლის 26 აპრილს, გაიმართა ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადის სუპერფინალი აჭარში.
სუპერფინალში მონაწილეობას იღებდა აჭარის ექვსი საჯარო სკოლა: ქალაქ ბათუმის
N 1, N 2, N 9, N 14, N 22 და N 25 საჯარო სკოლები.
სუპერფინალი საინტერესოდ, დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. მონაწილეები მაღალი მომზადების დონით გამოირჩეოდნენ, მაღალი იყო ასევე, ინტერესი მოსწავლე-ახალგაზრდობისა და საზოგადოების მხრიდან. ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტმანეტი- ბატონი ავთანდილ ბერიძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ქალბატონი თეონა ბერიძე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ბატონი თამაზ შავაძე, შპს „ინტელექტი“, ბათუმის ბიზნესის სკოლა „მინი ბოსი“, აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ნათია სურმანიძე, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ბატონი კახაბერ ერაძე, ტერაბანკი ქალბატონი ნინო თოფურია, შემოსავლების სამსახური ქალბატონი ლელა გურგენაძე.
როგორც თამაშის წესები ითვალისწინებდა, ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო მენეჯერი და მოთამაშე. ეს ნომინაციები ერგოთ: N25 საჯარო სკოლის მოსწავლეს დავით მახარაძეს და N14 საჯარო სკოლის მოსწავლეს მარიამ ბოლქვაძეს.
ოლიმპადაში მონაწილეობას იღებდნენ ბათუმის ბიზნეს სკოლის „მინი ბოსის“ პატარა წარმომადგენლები, რომლებიც კონკურს გარეშე კითხვებს სვამდნენ. ნომინაციაში საუკეთესო კითხვის ავტორი, სწორედ „მინი ბოსის“ მოსწავლე, დავით ბოლქვაძე დაჯილდოვდა, რომელსაც ბატონმა კახაბერ ერაძემ სამახსოვრო წიგნები გადასცა.
საპრიზო ადგილები და ჯილდოები ასე გადანაწილდა:
I ადგილი – 25 საჯარო სკოლა
1. მენეჯერი- დათუნა მახარაძე
2. ნინო მამულაძე
3. დაიანა ცინცაძე
4. ნიკა დაიასამიძე
5. ბექა მამულაძე
II ადგილი – 22 საჯარო სკოლა
1. დიანა ბოლქვაძე
2. ლანა ავჯიშვილი
3. ირმა დიასამიძე
4. ლინდა მიქელაძე
5. თამუნა აბულაძე

III ადგილი – 9 საჯარო სკოლა
1. მენეჯერი – დავით ფუტკარაძე
2. სოფიო პაპიპიძე
3. ელზა შაინიძე
4. ნიკა საფარიძე
5. ჯემალი ქარცივაძე

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადა გაიმართა შემდეგი ორგანიზაციების ორგანიზებითა და მხარდაჭერით : საქართველოს ბიზნესისი აკადემია – SBA, სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA), შემოსავლების სამსახური, ტერაბანკი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ფინანსური მართვის ჯგუფი-FMG, ბათუმის მინი-ბოსის სკოლა, სამოტივაციო ვებ-გვერდები –www.4motivi.com და www.b2p.ge.
საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA მადლობას უხდის ოლიმპიადის მხარდამჭერებს თანადგომისათვის.