საქართველოს უსინათლოთა კავშირის 90 წლის იუბილე

საქართველოს უსინათლოთა კავშირის 90 წლის იუბილე

მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-მ უმასპინძლა საქართველოს უსინათლოთა კავშირის 90 წლის იუბილეს. საქართველოს უსინათლოთა კავშირი აერთიანებს 3500-მდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირს.
კონცერტში მონაწილეობდნენ უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის ქალთა და ვაჟთა ანსამბლები. კონცერტი დადებითი ემოციებით იყო დამუხტული, რომელიც გადადიოდა მაყურებელზე და ნუსხავდა გარშემომყოფთ. საქართველოს ბიზნესის აკადემია ულოცავს საქართველოს უსინათლოთა კავშირს იუბილეს, უსურვებს სიძლიერეს და წარმატებულ საქმიანობას.

4

3

7