SBA აგრძელებს წარმატებულ პარტნიორებთან თანამშრომლობას

SBA აგრძელებს წარმატებულ პარტნიორებთან თანამშრომლობას

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აგრძელებს წარმატებულ პარტნიორებთან თანამშრომლობას!
👉ამჯერად აკადემიასა და ბუღალტერთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
↪ბუღალტერთა კავშირი შექმნილია, როგორც ახალბედა , ასევე პროფესიონალი ბუღალტრებისთვის, რომელთა მიზანი არის ფინასური აღრიცხვის პოპულარიზაცია , გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება, ასევე პოტენციური დამსაქმებლებისა და პოტენციური დასასაქმებელი პირების მოძიება.
‼მემორანდუმის საგანია:
↪პროფესიულ სტუდენტთა დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა
↪პროფესიულ სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა პროექტებში, ტრენინგებში;
↪პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული უნარ- ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა
↪ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
↪არსებული პროგრამების განვითარების ხელშეწყობა და ახალი პროგრამების ინიცირება, რაც ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა წარმატებით დასაქმებას.