დასაქმების ფორუმი

დასაქმების ფორუმი

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 2017 წლის 8 დეკემბერს, დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოში მოქმედმა 60–ზე მეტმა კომპანიამ, რომელთაგან დიდი ნაწილი საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პარტნიორი კომპანიებია.
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში 9 პროფესიაში 90 მოსარგებლე გადამზადდა, რომელთაც მიეცათ საშუალება, უკვე მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით წარმდგარიყვნენ დამსაქმებლების წინაშე.