ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენები“

ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენები“

დაიწყო ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენები“, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების მე-11-მე-12 კლასის მოსწავლეები.
ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან, საქართვლოს ბიზნესის აკადემია -SBA და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია- SEPIA. ოლიმპიადის მხარდამჭერები: შემოსავლების სამსახური, ტერაბანკი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ფინანსური მართვის ჯგუფი-FMG, სამოტივაციო ვებ-გვერდები –www.4motivi.com, BigMarket.ge და AMERICAN CORNER.
ოლიმპიადამ სტარტი აიღო თბილისში 2016 წლის 14 ნოემბერს, რის შემდეგაც დაიგეგმა რეგიონებში გასვლა. გასულ წელს თამაში ჩატარდა ქ. ბათუმის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის. წელს კი, აღნიშნული ოლიმპიადით დაინტერესდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც ოლიმპიადის მხარდამჭერი გახდა. 2018 წლის 20 თებერვალს ბიზნეს ოლიმპიადის გაცნობითი შეხვედრა შედგა, N5 და N23 საჯარო სკოლებში სადაც გამოვლინდა ოლიმპიადაში მონაწილე სკოლის მოსწავლეები.
რუსთავის სკოლებში გაცნობითი შეხვედრები გაგრძელდება 27 თებერვლის ჩათვლით.
გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიითა და სასწავლო გრანტებით. ასევე მხარდამჭერების მიერ დაწესებული საჩუქრებით.
ოლიმპიადის მიზანია სკოლის მოსწავლეებს განუვითარდეთ თანამედროვე საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისათვის აუცილებელი უნარები, გაეცნობიან იმ პრინციპებს, რასაც ემყარება Mercedes-Benz-ის, BMW-ის, Ford-ის, Apple-ის, Microsoft-ის და სხვა მრავალი კომპანიის წარმატება, გაიგონ, თუ რომელი პროფესიაა მათთვის მოსაწონი ყველაზე მეტად და განუვითარდებათ დასაქმებისათვის საჭირო უნარები.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA წარმატებას უსურვებს მონაწილეებს.