საბუთების მიღება დაიწყო!

საქართველოს ბიზნესის აკადემია (SBA) გილოცავთ სტუდენტობას!

გაცნობებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩასარიცხი პროფესიული სტუდენტებისთვის დაიწყო ჩარიცხვის პროცედურის ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის მიღება.

რეგისტრაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა განხორციელდება პროგრამების მიხედვით, წინასწარ განსაზღვრული განრიგის შესაბამისად.

🕙საბუთების მიღების დრო: 10:00-დან 18:00 საათამდე.
📍მისამართი: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N20

პროგრამების მიხედვით განსაზღვრული თარიღებისა და შესაბამისი განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.
🔷 2026 წლის 2 სექტემბერი
ლოგისტიკა
სკოლამდელი განათლება
ვებტექნოლოგიები (Front-end დეველოპმენტი)

🔷 2026 წლის 3 სექტემბერი
შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები
საექთნო საქმე
კომპიუტერული ქსელი და სისტემები

🔷 2026 წლის 4 სექტემბერი
ფარმაცია
საბაჟო საქმე

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა იხილეთ ქვემოთ:

1. განცხადება პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ (წერილობით გამოხატული
ნება ივსება ადგილზე)
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არასრულწლოვანი
პირის შემთხვევაში მეურვის/კანონიერი წარმომადგენლის
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ პირის
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
4. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო
აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ცნობა, 17
წელს მიღწეული პირისთვის (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა
სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება)
5. სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში – ცვლილების
დამადასტურებელი დოკუმენტი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს პროფესიული
განათლების გზაზე!

SBA – უნარები, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს.