
საქართველოს ბიზნესის აკადემია (SBA) გილოცავთ სტუდენტობას!
გაცნობებთ, რომ პროფესიული სტუდენტებისთვის დაიწყო ჩარიცხვის პროცედურის ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის მიღება.
რეგისტრაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა განხორციელდება პროგრამების მიხედვით, წინასწარ განსაზღვრული განრიგის შესაბამისად.
საბუთების მიღების დრო: 10:00-დან 18:00 საათამდე.
მისამართი: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N20
პროგრამების მიხედვით განსაზღვრული თარიღებისა და შესაბამისი განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.
17.11.2026
ინტეგრირენული ლოგისტიკა
ინტეგრირებული ფინანსები
18.11.2026
ინტეგრირებული ვებტექნოლოგიები (Front-end დეველოპმენტი)
ინტეგრირებული კომპიუტერული ქსელები და სისტემები
19.11.2026
შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები
20.11.2026
საექთნო საქმე
ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
24.11.2026
კომპიუტერული ქსელები და სისტემები
ინფორმაციის ტექნოლოგია
ვებტექნოლოგიები (Front-end დეველოპმენტი)
საბაჟო საქმე ინგლისურენოვანი
საბაჟო საქმე ქართულენოვანი
25.11.2026
ლოგისტიკა
სკოლამდელი განათლება
ფარმაცია
1. განცხადება პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ (წერილობით გამოხატული
ნება ივსება ადგილზე)
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არასრულწლოვანი
პირის შემთხვევაში მეურვის/კანონიერი წარმომადგენლის
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ პირის
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
4. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო
აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ცნობა, 17
წელს მიღწეული პირისთვის (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა
სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება)
5. სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში – ცვლილების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს პროფესიული
განათლების გზაზე!
SBA – უნარები, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს

