დღეს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პარტნიორი კომპანია “QBQ”-ს დაბადების დღეა. შეგახსენებთ, რომ წელს ეს კომპანია დაჯილდოვდა როგორც აკადემიის საუკეთესო პარტნიორი, რადგან კომპანია ყოველთვის გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებითა და აქტიური თანამშრომლობით. სწორედ ამის დასტურია კომპანიის დირექტორის მაკა მჟავანაძის დაბადების დღის კრეატიული აღნიშვნა და ამ სიხარულის პარტნიორებთან გაზიარება.
აკადემია ულოცავს ქალბატონ მაკას და მის გუნდს დაბადებისდღეს და უსურვებს შემდგომ წინსვლასა და წარმატებას!