[{"Value":"","Discard":false,"Expires":9999999999}] საბუთების მიღება დაიწყო! - საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA

საბუთების მიღება დაიწყო!

საქართველოს ბიზნესის აკადემია (SBA) გილოცავთ სტუდენტობას!
გაცნობებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩასარიცხი პროფესიული სტუდენტებისთვის დაიწყო ჩარიცხვის პროცედურის ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის მიღება.
რეგისტრაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა განხორციელდება 25 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.
🕙საბუთების მიღების დრო: 10:00-დან 18:00 საათამდე.
📍მისამართი: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N20
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა იხილეთ ქვემოთ:
1. განცხადება პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ (წერილობით გამოხატული
ნება ივსება ადგილზე)
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არასრულწლოვანი
პირის შემთხვევაში მეურვის/კანონიერი წარმომადგენლის
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ პირის
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
4. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო
აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ცნობა, 17
წელს მიღწეული პირისთვის (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა
სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება)
5. სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში – ცვლილების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს პროფესიული
განათლების გზაზე!
SBA – უნარები, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს.