2018 წლის 15 ნოემბერს, ევროკავშირმა პროგრამა: „უკეთესი უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ პირველი ფაზა შეაჯამა. პროგრამის ძირითადი მიზანი საქართველოში დასაქმებისა და განათლების თანამედროვე სისტემების განვითარება იყო. ღონისძიება ქ. თბილისში, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე.