„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!”
მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ჩატარდა აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!” აქციის ფარგლებში აკადემიის სტუდენტებმა და პროფესიულმა მასწავლებლებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი განსაცდელში მყოფი, მათთვის სრულიად უცნობი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA უკვე მეოთხედ მასპინძლობს აღნიშნულ აქციას, რითიც საკუთარი წვლილი შეაქვს საქართველოში უანგარო დონორობის დამკვიდრების საქმეში. “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური” (სისხლის ბანკი) საქართველოში […]

