დასაქმების ფორუმი 2026 – საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო და კრწანისის რაიონის გამგეობა სოციალური პასუხისმგებლობისა და პარტნიორობის ფარგლებში 26 თებერვალს, 13:00 საათზე, მართავენ მასშტაბურ პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები, რომლებიც აკადემიის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და კრწანისის რაიონის მოსახლეობას შესთავაზებენ აქტიურ ვაკანსიებს. ღონისძიების მიზანია სამუშაოს მაძიებელ პირთა დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა პროფორიენტაციის ხელშეწყობა და პროფესიული განათლების პოპულარიზაცია. […]

ინტერვიუ აკადემიის რექტორთან: ხელოვნური ინტელექტი, დიგიტალიზაცია და საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობა

საქართველოს ბიზნესის აკადემიის რექტორი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელში. ვიზიტის ფარგლებში ისრაელის განათლების სამინისტროს მოწვევით მან მონაწილეობა მიიღო იერუსალიმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებას თანამედროვე განათლებაში და ინდივიდუალიზებული სწავლების მოდელებს. ამ მასშტაბურ კონფერენციას 27 დელეგაცია და 20 000 მდე მონაწილე დაესწრო მთელი მსოფლიოდან, მათ შორის იყვნენ საგანმანათლებლო ლიდერები, პოლიტიკის შემქმნელები და მსოფლიო […]

საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA -ში საახალწლო დასვენების დღეები

გაცნობებთ, რომ ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, 29 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლივლით აკადემიაში გამოცხადებულია დასვენების დღეები.

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA HR პროფესიონალთა ასოციაციის წევრი გახდა

აკადემიის ასოციაციაში გაწევრიანება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლების ხარისხისა და შრომის ბაზართან კავშირის გაძლიერების მიმართულებით. ასოციაციის წევრობა აკადემიას აძლევს შესაძლებლობას: მუდმივად გაეცნოს ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე ტენდენციებსა და საუკეთესო პრაქტიკებს; ჩაერთოს პროფესიულ ფორუმებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში; გააძლიეროს პარტნიორობა კერძო და საჯარო სექტორის ორგანიზაციებთან; უზრუნველყოს სასწავლო პროგრამების მუდმივი შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან; შეუწყოს ხელი სტუდენტებისა და […]

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA და ზრდასრულთა განათლების ეროვნულმა ქსელმა-GAEN ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა-GAEN ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ზრდასრულთა განათლების სისტემის გაძლიერებას, საერთო ინიციატივების განვითარებას და ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი სწავლების კულტურის მხარდაჭერას. მემორანდუმი წარმოადგენს დეკლარაციულ, თუმცა მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ორი ინსტიტუციის ინტერესების თანხვედრას და ქმნის მყარ საფუძველს სისტემური თანამშრომლობისთვის. თანამშრომლობა იძლევა შესაძლებლობას მოხდეს მნიშვნელოვანი რესურსების, გამოცდილებისა […]

სტუდენტთა ინიციატივების კონკურსი

მონაწილეობა: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აკადემიის სტუდენტთა/მსმენელთა საინიციატივო ჯგუფს, რომელიც შედგება არანაკლებ სამი სტუდენტისაგან. კონკურსის პირობები: კონკურსის ფარგლებში უნდა მოხდეს გარკვეული აქტივობების (პროექტის) ინიცირება და განხორციელება, რომელიც ემსახურება ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ მიზანს: ა) პროფესიული ორიენტაცია და კარიერული განვითარება (შეხვედრები პროფესიაში გამორჩეულ ადამიანებთან, ბიზნესმენებთან, ასოციაციებთან, ვიზიტები საწარმოებში და სხვა); ბ) პიროვნული ინტერესების რეალიზაცია და განვითარება (შემოქმედებითი საღამოების, […]

მასწავლებელთა ინიციატივების კონკურსი

მონაწილეობა: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლებს ინდივიდუალურად ან მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფს. კონკურსის მიზანი: კონკურსის მიზანია ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნის წახალისება, რომლებიც ავითარებს ინოვაციურ მიდგომებს, ზრდის სტუდენტთა ჩართულობას, ასტიმულირებს პრაქტიკული უნარების განვითარებას, ხელს უწყობს პროფესიული განათლების მოდერნიზაციას და სწავლების ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსის პირობები: კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ისეთი ტიპის ინიციატივები, რომლებიც დაკავშირებულია ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებთან, […]

აკადემია მე-15 საიუბილეო წელს აღნიშნავს

განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისი 2025 წლის 25 ნოემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-მ აღნიშნა მე-15 საიუბილეო წელი, რომელიც ინსტიტუციის განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. აღნიშნული თარიღი ასახავს აკადემიის სისტემურ პროგრესს, რომელსაც მან მიაღწია განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, ორგანიზაციული მმართველობის გაძლიერებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. იუბილემ წარმოაჩინა SBA-ს მზაობა განაგრძოს მოდერნიზაცია, ჩამოაყალიბოს ახალი სტანდარტები და კიდევ […]

მიღება საბაჟო საქმის ინგლისურენოვან პროგრამაზე

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აცხადებს მიღებას საბაჟო საქმის ინგლისურენოვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2025 წლის 1 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით; პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც დაძლეული აქვს სრული ზოგადი განათლება ან მიღებული აქვს უფრო მაღალი საფეხურის განათლება; პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა არის ინგლისური ენის ფლობა B1 დონეზე; საბაჟო საქმის ინგლისურენოვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველმა უნდა […]

EfVET წლიური კონფერენცია

 საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA – საერთაშორისო პარტნიორობის ახალ ეტაპზე! ევროპის პროფესიული და ტექნიკური განათლების ფორუმის (EfVET) წლიურ კონფერენციასა და  ტურინში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში აკადემიის რექტორის, როგორც მმართველობის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა საქართველოს ბიზნესის აკადემიისთვის. საფუძველი ჩაეყარა ახალ თანამშრომლობას პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის და ფინეთის ექვს პროფესიულ კოლეჯთან — მასწავლებელთა განვითარების, ერთობლივი […]

კოლეგიალური ვიზიტი

10–11 ოქტომბერს ზუგდიდში გაიმართა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებული მეორე კოლეგიალური ვიზიტი, რომელიც ადამიანური რესურსების მართვასა და განვითარების პოლიტიკას მიეძღვნა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს გუნდმა: ია ერაძემ – აკადემიის დირექტორმა, კახაბერ ერაძემ- აკადემიის რექტორმა და ასოციაციის პრეზიდენტმა, ამირან ერაძემ – აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის მენეჯერმა და ასოციაციის ხარისხის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარემ, ბარბარე […]

საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი

 ვულოცავთ აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებელს, იოსებ ოსიტაშვილს – საერთაშორისო სასწავლო ვიზიტის (თურქეთი) მონაწილეთა შესარჩევ კონკურსში გამარჯვებას! საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ს პროფესიული განათლების მასწავლებელმა, იოსებ ოსიტაშვილმა, შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა და მონაწილეობას მიიღებს მასწავლებელთა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში. იოსებ ოსიტაშვილი კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების […]

კონკურსი „ბუნების ფიქრთა კალეიდოსკოპი“

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ეკოპროექტის „ბუნების ხმა“ 2025 ფარგლებში აცხადებს კონკურსს „ბუნების ფიქრთა კალეიდოსკოპი“. ,,ფართოდ გახელილი თვალებით“ დაინახე, მოუსმინე, გაიგონე ბუნების ფიქრი, შექმენი ისტორია და შეცვალე მომავალი!  კონკურსში მონაწილეობისათვის შექმენი თხრობითი ტექსტი, რომელშიც ბუნების ქმნილებები/მოვლენები ისაუბრებენ გარემოსდაცვით პრობლემებზე. პროექტის ავტორი: თინათინ ბედუკაძე, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს პროფესიული განათლების მასწავლებელი პროექტის მხარდამჭერები: Wasteless | საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA მონაწილეები: […]

აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებელთა საყურადღებოდ !

პროფესიული განათლების მასწავლებელთა ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA აცხადებს ინიციატივების (პროექტების) კონკურსს მონაწილეობა: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლებს ინდივიდუალურად ან მასწავლებელთა და სტუდენტთა/მსმენელთა საინიციატივო ჯგუფს. კონკურსის პირობები: კონკურსის ფარგლებში უნდა მოხდეს ისეთი აქტივობების (პროექტის) ინიციირება და განხორციელება, რომელიც ემსახურება ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ მიზანს: ა) სტუდენტთა პროფესიული ორიენტაცია და კარიერული განვითარება […]

აკადემიის სტუდენტთა და მსმენელთა საყურადღებოდ !

სტუდენტთა ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA აცხადებს ინიციატივების (პროექტების) კონკურსს მონაწილეობა: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აკადემიის სტუდენტთა/მსმენელთა საინიციატივო ჯგუფს, რომელიც შედგება არანაკლებ სამი სტუდენტისაგან; კონკურსის პირობები: კონკურსის ფარგლებში უნდა მოხდეს გარკვეული აქტივობების (პროექტის) ინიცირება და განხორციელება, რომელიც ემსახურება ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ მიზანს: ა) პროფესიული ორიენტაცია და კარიერული განვითარება (შეხვედრები პროფესიაში გამორჩეულ ადამიანებთან, ბიზნესმენებთან, […]

SBA ვროპის განათლების ფონდის პროფესიული განათლების წარმატების ცენტრების საერთაშორისო ქსელის წევრი გახდა.

➦ საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA ევროპის განათლების ფონდის პროფესიული განათლების წარმატების ცენტრების (Centers of Vocational Excellence) საერთაშორისო ქსელის წევრი გახდა.➦ „მოხარულნი ვართ დავადასტუროთ აკადემიის წევრობა ჩვენს ქსელში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“ – ნათქვამია ქსელის ხელმძღვანელის ოფიციალურ წერილში.➦ საერთაშორისო ქსელის წევრებს წარმოადგენენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც გამოირჩევიან რა სერვისების მაღალი ხარისხით, მნიშვნელოვან როლს […]

თანამშრომლობის მემორანდუმი

★ მიუნხენის ინფორმაციის ტექნოლოგიების მუნიციპალურ პროფესიულ სკოლასა და საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.➦ მიუნხენის ინფორმაციის ტექნოლოგიების მუნიციპალური პროფესიული სკოლა ბავარიის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა და გამოირჩევა თანამედროვე, მუდმივად განახლებადი ინფრასტრუქტურითა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალით. სკოლის მენეჯმენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო თანამშრომლობას.➦ აკადემიის რექტორის მიერ მიმდინარე წლის შემოდგომაზე განხორციელებული ვიზიტის შემდგომ, მოლაპარაკებების […]

საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ !

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მე-3 და მე-4 დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ ! განისაზღვრა მე-3 და მე-4 დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა შიდა შერჩევის ვადები. შერჩევის დრო და თარიღი გამოგზავნილია თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე, გთხოვთ გაეცნოთ გზავნილს. შიდა შერჩევა წარიმართება საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში – ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22 რეგისტრაციის გასავლელად, აკადემიაში გამოცხადდით გამოცდის […]

2024 წლის საშემდგომო მიღება

 საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე: ფარმაცია ფინანსები ლოგისტიკა საბაჟო საქმე საექთნო საქმე ბუღალტრული აღრიცხვა სკოლამდელი განათლება ინფორმაციის ტექნოლოგია კომპიუტერული ქსელი და სისტემები კომპიუტერული ქსელი და სისტემები (ინტეგრირებული) ლოგისტიკა (ინტეგრირებული) ოფიციალური რეგისტრაცია https://vet.emis.ge/#/registration შიდა რეგისტრაცია https://shorturl.at/cpzB0 დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://sba.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.pdf

კონკურსი „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“

🚩 აკადემიის პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ!     საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პორტალ www.finedu.gov.ge-ს ორგანიზებითა და ფინანსური ორგანიზაციების ჩართულობით, მრავალი ცნობიერების ასამაღლებელი გლობალური ღონისძიება ტარდება საქართველოში.   გიზიარებთ ინფორმაციას მიმდინარე კონკურსის შესახებ, რომელიც ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების წახალისებასა და ამაღლებას ემსახურება.   კონკურსში მონაწილეობა […]

გასვლითი სამუშაო შეხვედრა

16-18 აგვისტოს ორგანიზებულ გასვლით სამუშაო შეხვედრაზე აკადემიის გუნდმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა აკადემიის მისიის, ხედვის და ღირებულებების რევიზია განახორციელეს, რის შედეგადაც თითოეულ მათგანი გადაფასდა და ჩამოყალიბდა ახლებურად. აკადემიის ამჟამინდელი მდგომარეობის ანალიზის, ზრდისა და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირების საფუძველზე 2020-2027 წლების სტრატეგიულმა გეგმამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რაც ზედმიწევნით შეესაბამება აკადემიის განახლებულ და ამბიციურ მისიას, ხედვასა და ღირებულებებს. […]

საბუთების მიღების ვადები

ყურადღება საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სწავლის უფლების მქონე აპლიკანტთა საბუთების მიღება შესაძლებელი იქნება -ელი ივლისიდან ივლისამდე. გთხოვთ გამოცხადდეთ პროგრამების მიხედვით განსაზღვრულ ვადებში. -ელი ივლისი – შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები ივლისი – ინტეგრირებულიუ ლოგისტიკა ივლისი – ინტეგრირებეული კომპიუტერული ქსელი და სისტემები ივლისი – ბუღალტრული აღრიცხვა ივლისი – სკოლამდელი განათლება ივლისი – საექთნო საქმე ივლისი – ფარმაცია […]

მომზადება/გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაცია

თუ დაინტერესებული ხართ პროფესიული უნარების გაუმჯობესებითა და კარიერული განვითარებით, არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სახელმწიფო მომზადება/გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე ახალი ნაკადის მიღება #მალე დაიწყება. მოკლევადიანი კურსების უპირატესობები: სრულად დაფინანსებული პროფესიული განვითარება მოსახერხებელი გრაფიკი პრაქტიკული სწავლება მოქნილი სწავლება გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი გაეცანით პროგრამებს – https://shorturl.at/aLMX3 გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია […]

შიდა შერჩევა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მე-3 და მე-4 დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ! განისაზღვრა მესამე და მეოთხე დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა შიდა შერჩევის ვადები. შერჩევის დრო და თარიღი გამოგზავნილია თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე, გთხოვთ გაეცნოთ გზავნილს შიდა შერჩევა წარიმართება საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22 რეგისტრაციის გასავლელად, აკადემიაში გამოცხადდით გამოცდის დაწყებამდე ერთი […]

რეგისტრაცია დაიწყო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 22 აპრილიდან 16 მაისამდესექტემბრის ჩათვლით პორტალზე https://vet.emis.ge/#/ გაეცანით აკადემიის პროგრამებს და საჭიროების შემთხვევაში გაიარეთ შიდა რეგისტრაცია, ჩვენ გაგიწევთ კვალიფიციურ დახმარებას: https://sba.edu.ge/ka/programebi3/ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – 032 240 34 40; 032 240 33 40; 544 44 71 66; 599 97 57 72;

პერსონალური ბრენდინგი

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გაიმართა შეხვედრა ვლადიმერ ბოცვაძესთან, რომელიც არის ციფრული ტრანსფორმაციის და მარკეტინგის ექსპერტი, სპიკერი და სტარტაპ მენტორი.სპიკერმა ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში პერსონალური ბრენდინგის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში, მონაწილეებმა დასვეს კითხვები, გააზიარეს საკუთარი დაკვირვებები და გამოცდილებები, რამაც ხელი შეუწყო დინამიურ და საინტერესო დისკუსიას. აკადემია მადლობას უხდის დამსწრე აუდიტორიას დაინტერესებისა და აქტიური მონაწილეობისთვის.

შეხვედრა – კარიერის კონსულტანტებთან

 საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში 7 მარტს, 12:30 საათზე გაიმართება შეხვედრა კარიერის კონსულტანტებთან, რომლებიც პროფესიულ სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ ღირებულ შეხედულებებსა და რჩევებს, ისეთ თემებზე, როგორიცაა: სამსახურის ძიების სტრატეგიები: გაიგებთ, თუ როგორ გამოირჩეოდეთ სამუშაო ბაზარზე და იპოვოთ თქვენთვის იდეალური შესაძლებლობა. დამსაქმებლებთან პირველადი კომუნიკაცია: გამოიმუშავებთ ეფექტური კომუნიკაციის უნარებს, რათა მოახდინოთ პოზიტიური შთაბეჭდილება. თვითბრენდინგი და კარიერის დაგეგმვა: გაეცნობით თუ […]

შეხვედრა – ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ძლიერი პერსონალური ბრენდის შექმნის მნიშვნელობა.

 საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში 2 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება შეხვედრა ვლადიმერ ბოცვაძესთან, რომელიც არის მსოფლიოში აღიარებული ციფრული ტრანსფორმაციის და მარკეტინგის ექსპერტი, სპიკერი და სტარტაპ მენტორი. იგი ამჟამად არის მრჩეველთა საბჭოს წევრი აშშ-ს ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტში და მენტორი ტექსტარში. ღონისძიების მიზანია მსმენელებმა შეიტყონ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ძლიერი პერსონალური ბრენდის შექმნის მნიშვნელობა. ინდუსტრიებში, სადაც ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია […]

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აგრძელებს წარმატებულ პარტნიორებთან თანამშრომლობას!

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აგრძელებს წარმატებულ პარტნიორებთან თანამშრომლობას! ამჯერად SBA-მ ლოგისტიკის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკის ხელშეკრულება გააფორმა სს „ლელოსთან“. A Logistics Company წარმოადგენს წამყვან ლოგისტიკურ კომპანიას საქართველოში, რომელიც ფლობს და მართავს ინდუსტრიულ უძრავ ქონებას. იგი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მიწოდების ჯაჭვის სრულ მართვას, საწყობებსა და სხვადასხვა ტიპის სივრცეებს. აკადემია მოხარულია ითანამშრომლოს ისეთ წარმატებულ დაწესებულებასთან როგორიცაა A […]