დასაქმების ფორუმი 2026 – საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო და კრწანისის რაიონის გამგეობა სოციალური პასუხისმგებლობისა და პარტნიორობის ფარგლებში 26 თებერვალს, 13:00 საათზე, მართავენ მასშტაბურ პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები, რომლებიც აკადემიის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და კრწანისის რაიონის მოსახლეობას შესთავაზებენ აქტიურ ვაკანსიებს. ღონისძიების მიზანია სამუშაოს მაძიებელ პირთა დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა პროფორიენტაციის ხელშეწყობა და პროფესიული განათლების პოპულარიზაცია. […]















