გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

აკადემიის დირექტორი ია ერაძე გერმანიაში, ოლდენბურგის პროფესიული სწავლების ცენტრს ეწვია (BBS Wechloy). ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის თანამშრომლობას 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც 2019 წელს გერმანელ სტუდენტთა ჯგუფი აკადემიას ეწვია და ტურიზმისა და ფინანების მიმართულებით მის პარტნიორ ორგანიზაციებში გაიარა სტაჟირება. https://bbs-wechloy.de/…/alsazubi…/laenderinfos/Georgien.pdf პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორთან, ოლივერ პუნტთან და ადმინისტრაციულ პერსონალთან შეხვედრისას განხილული იქნა დაწესებულებებს შორის […]

სამეწარმეო საგანმანათლებლო დაწესებულებების დაჯილდოების ცერემონია

2019 წლის16 ოქტომბერს, ქალაქ ჰელსინკში, პროფესიული უნარების ევროპული კვირის ფარგლებში სამეწარმეო საგანმანათლებლო დაწესებულებების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამეწარმეო სკოლის ჯილდოების მეხუთე ნომრისთვის, ევროპის 22 ქვეყნის 34 ინოვაციური (აკადემიური და პროფესიული) დაწესებულება შეირჩა ეროვნულ დონეზე მათი უახლესი ხედვისა და მეწარმეობის საგანმანათლებლო პროგრამების შესანიშნავი განხორციელებისთვის. ✅აღნიშნული ჯილდოთი დაჯილდოებულ იქნა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, როგორც საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულება ქვეყანაში, სამეწარმეო […]

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალთან

2019 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ქალბატონი, შორენა ხუბუნაია შეხვდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალს. შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ✅სასწავლო პროცესის მიმდინარეობა ✅კალენდარული გეგმებისა და პორტფოლიოების წარმოება ✅განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების მიმდინარეობა ✅სასწავლო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებული გამოწვევები 👌ხარისხის მართვის სამსახური თვეში ორჯერ მოაწყობს გაერთიანებულ შეხვედრას მოდულის განმახორციელებელ […]

დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი

2019 წლის 18 ოქტომბერს ქ.თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. 📍ფორუმი ორგანიზებული იყო RDFG-ისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. ✔პროფესიული განათლების ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ. 📍აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ დაინტერესებულ პირებს პროფესიული პროგრამებისა და პროფესიული განათლების სიახლეებზე მიაწოდა ინფორმაცია.

“სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა”

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ორ საჯარო სკოლაში “სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში”ორ პროექტს განახორციელებს❗❗❗ ✔პროექტის შესახებ, იფორმაციული შეხვედრა გაიმართა, 127-ე საჯარო სკოლის მისწავლეებს შეხვდნენ აკადემიის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე და ფინანსების პროგრამის განმახორციელებელი მასწავლებელი მარი გვრიტიშვილი, ✔შეხვედრაზე მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის .მიზნებისა და მიმდინარეობის შესახებ, რამაც მათი დაინტერესება გამოიწვია. ✔პროექტის განხორციელება 2019 წლის16 ოქტომბერს […]

დასაქმების ფორუმი

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი, ქალბატონი ია ერაძე, ქუთაისში დასაქმების ფორუმზე იმყოფებოდა.

საწარმოო პრაქტიკა პარტნიორ ორგანიზაციაში

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები წარმატებით გადიან საწარმოო პრაქტიკის კომპონენტს პარტნიორ ორგანიზაციებში.

საწარმოო პრაქტიკა პარტნიორ ორგანიზაციაში

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ფინანსების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები წარმატებით გადიან საწარმოო პრაქტიკის კომპონენტს პარტნიორ ორგანიზაციაში “ტერაბანკი” აკადემიაში მიღებულ თეორიულ ცოდნას აძლიერებენ პრაქტიკული გამოცდილებით.

საწარმოო პრაქტიკა პარტნიორ ორგანიზაციაში

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის საბაჟო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები წარმატებით გადიან საწარმოო პრაქტიკის კომპონენტს პარტნიორ ორგანიზაციებში.

კონფერენცია თემაზე: „უწყვეტი განათლების 8 საკვანძო კომპეტენცია“

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, 2019 წლის 27 ივნისს, 11 საათზე აწყობს სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „უწყვეტი განათლების 8 საკვანძო კომპეტენცია“ 👉ყოველწლიური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზება აკადემიის ტრადიციად იქცა და ყოველ ჯერზე ის განათლების სხვადასხვა აქტუალურ თემას ეძღვნება.მე-8 კონფერენცია უწყვეტი განათლებისათვის საჭირო რვა საკვანძო კომპეტენციას ეხება. საკვანძო კომპეტენციები ევროკავშირისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციითაა განსაზღვრული და მიუხედავად პროფესიული საქმიანობისა, საზოგადოების […]

საწარმოო პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის, საბაჟო საქმისა და ლოგისტიკის მიმართულების მსმენელები საწარმოო პრაქტიკის განხორციელების მიზნით იმყოფებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზ) ,,თბილისი“. მსმენელებმა გეზის ტერიტორია დაათვალიერეს და სპეციალურად მათთვის გამართულ პრეზენტაციაზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეების, სერვისებისა და პროცედურების შესახებ, საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია […]

საწარმოო პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის, ტურიზმის მიმართულების მსმენელთათვის, საწარმოო პრაქტიკის განხორციელების მიზნებისათვის ჩატარდა ღვინისა და რელიგიის ტური. მსმენელებმა მოილოცეს ჯვარი, სვეტიცხოველი, შიომღვიმე და სამთავროს დედათა მონასტერი.

საწარმოო პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის მსმენელები, საწარმოო პრაქტიკის განხორციელების მიზნით იმყოფებოდნენ ქ.თბილისის N58 საჯარო ბაგა-ბაღში.

საჯარო ლექცია

2019 წლის 29 მაისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: “ საიდუმლო, რომელიც შენს დღევანდელ მდგომარეობას განსაზღვრავს! სპიკერი გახლდათ ქალბატონი თინათინ ჩხაიძე.  

ქალაქ ბათუმში დასაქმების ფორუმი 2019

2019 წლის 31 მაისს, ქალაქ ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა. სამუშაოს მაძიებლებს 60-მდე დამსაქმებელმა 2000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. ფორუმის გახსნისას მონაწილეებს მიმართა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ია ერაძემ.

გერმანიაში, ქ. ოლდენბურგის გაზეთში საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის შესახებ სტატია გამოქვეყნდა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისა და BBS Wechloy-ს გაცვლითი პროგრამის შესახებ, გერმანიაში, ქ. ოლდენბურგის გაზეთში სტატია გამოქვეყნდა, რომლის წაკითხვა ემოციების გარეშე შეუძლებელია! 👉გთავაზობთ სტატიის თარგმანს👍 👍გაცვლითი პროგრამა “გულითადობით აღსავსე” კირსტენ რორის სტატია 👉სურათზე – ერთ კვირაში დამეგობრებულნი: მოსწავლეები საქართველოს ბიზნეს აკადემია-SBA-დან (თბილისი) და ოლდენბურგის პროფესიული მომზადების უმაღლესი სკოლიდან BBS Wechloy. ✔️საქართველო და მისი დედაქალაქი საინტერესო ადგილია დიდი […]

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე!

2019 წლის 14 მაისს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მეხუთე ფორუმი გაიმართა. სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა , განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ბ-ნმა კახაბერ ერაძემ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქ-ნმა თამარ მახარაშვილმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა ქ-ნმა მარი ბეზარაშვილმა. […]

იყავი შენი ქვეყნის მებაჟე ოფიცერი!

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, საბაჟო საქმის პროფესიული პროგრამის სტუდენტებს ჰქონდათ პატივი ერთი დღით მოერგოთ მებაჟე ოფიცრების ფორმა და შეესრულებინათ მათთვის დაკისრებული ფუნქია-მოვალეობები. აკადემიის სტუდენტებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოყენეს და წარმატებით შეასრულეს მითითებული დავალებები.

შემეცნებითი ტური საბაჟო გამშვებ პუნქტზე – ,,წითელი ხიდი“.

2019 წლის 3 მაისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის საბაჟო საქმის პროფესიული პროგრამის სტუდენტები იმყოფებოდნენ, შემოსავლების სამსახურის ორგანიზებულ შემეცნებით ტურში საბაჟო გამშვებ პუნქტზე – ,,წითელი ხიდი“. შემოსავლების სამსახური უკვე ოთხი წელია აკადემიის საუკეთესო პარტნიორის ტიტულით ჯილდოვდება. ძლიერი და ღირსეული პარტნიორები არის ჩვენი სიძლიერე!!!

საერთაშორისო კონფერენცია

2019 წლის 23 აპრილს, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „აკადემიური და პროფესიული განათლების ძირითადი გამოწვევები საქართველოში: ახალი გამოწვევებისა და ბაზარზე არსებულ საჭიროებებზე რეაგირების საპასუხოდ სპეციალიზაციისა და აუდიტორის პროფესიული განვითარების გზები“. ღონისძიება გაიმართა ა(ა)იპ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის ორგანიზებით, ევროკავშირსა და მსოფლიო ბანკთან ერთად. კონფერენციაზე მოწვეული იყო ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ექსპერტი პოლ ტომპსონი (აშშ), […]

პროფესიული განათლების შესახებ შეხვედრა

2019 წლის 22 აპრილს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის ფარგლებში, პროფესიული განათლების შესახებ შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე ესწრებოდა. ქალბატონი ია, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრი გახლავთ. ასევე შეხვედრას, პალატის საბჭოს წევრები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, […]

თანამშრომლობის მემორანდუმი

2019 წლის 15 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევასა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში. მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას პროფესიული განათლება წარმოადგენს. შესაბამისად, მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, […]

სამუშაო შეხვედრა ფარმაციის მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის გამახორციელებელ პერსონალთან

მიმდინარე წლის 9 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის ორგანიზებით შედგა სამუშაო შეხვედრა ფარმაციის მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის გამახორციელებელ პერსონალთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, მოდულების ადაპტირება, საგანმანათლებლო რესურსის განხილვა და სხვა. ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა შორენა ხუბუნაიამ აღნიშნა, რომ მსგავსი სამუშაო რეჟიმი აკადემიაში დამკვიდრებული პრაქტიკაა და როგორც ერთიანი გუნდი, ამ […]

სამუშაო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების თანამშრომლებისათვის

2019 წლის 4-5 აპრილს, გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების თანამშრომლებისათვის. ▶შეხვედრაზე განხილულ იქნა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირება, პროგრამის განხორციელებაზე უფლების მოპოვება და ხარიხის უზრუნველყოფა, პროგრამის ეფექტური ადმინისტრირება, საზოგადოების ინფორმირება, ინტეგრირებული სწავლების კომპონენტის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროცედურების გაცნობა […]

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის მსმენელები-პრაქტიკული კომპონენტი

პრაქტიკული კომპონენტი-საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მართვა, საკონტროლო ღონისძიებები საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით.

ვიზიტი ეროვნულ ბანკსა და სიმონ ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოლდენბურგის პროფესიული მომზადების უმაღლესი სკოლა BBS Wechloy-ის „ტურიზმისა“ და „ფინანსების“ პროგრამის სტუდენტები და მასწავლებლები, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ტურიზმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან ერთად პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სიმონ ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში.  

BBS Wechloy-ის სტუდენტებისა და მასწავლებლების ვიზიტი აკადემიაში

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ის მოწვევით, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველოს სტუმრობენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოლდენბურგის პროფესიული მომზადების უმაღლესი სკოლა BBS Wechloy-ის „ტურიზმისა“ და „ფინანსების“ პროგრამის სტუდენტები და მასწავლებლები, რომლებიც 2019 წლის 25 მარტს სამუშაო შეხვედრის ფორმატში ეწვივნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ის. ➡აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ უცხოელ სტუმრებს, ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე გააცნო სასწავლებლის […]

უმაღლესი სკოლა BBS Wechloy

მიმდინარე წლის 24 მარტს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის მოწვევით, პარტნიორობისა და ურთიერთანამშრომლობის, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოლდენბურგის პროფესიული მომზადების უმაღლესი სკოლა BBS Wechloy-ის „ტურიზმისა“ და „ფინანსების“ პროგრამის სტუდენტები და მასწავლებლები. ვიზიტი ითვალისწინებს ზემოაღნიშნული პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის გაცნობას რეალურ გარემოში. საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ისა და „ტურიზმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით დაიგეგმა გაცნობითი […]