საინფორმაციო სემინარი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ
2018 წლის 27 და 28 აპრილს, სოციალური მომსახურების სააგენტომ, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პარტნიორებისთვის დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე ვარძიაში ორდღიანი საინფორმაციო სემინარი გამართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და მომსახურებების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა მოისმინეს პრეზენტაციები დასაქმების სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. გაიმართა დისკუსიები ყველა […]

