სასწავლო ექსკურსიაზე კომპანია „NEWTELCO”-ში
2017 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სტუდენტები იმყოფებოდნენ სასწავლო ექსკურსიაზე კომპანია „NEWTELCO”-ში. აღნიშნულ ექსკურსიას ხელმძღვანელობდა აკადემიის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დირექტორი და პროფესიული განათლების მასწავლებელი ლაშა იაშვილი. მან, კომპანიის წარმომადგენლებთან- კომპანიის დირექტორი გიორგი გოთოშია, ინჟინერი დავით ზალიკაშვილი, კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი ჯაბა აფციაური, ქსელის ადმინისტრატორი გიორგი ქაჯაიასთან ერთად, სტუდენტებს გააცნო საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები […]

