საჯარო ლექცია, თემაზე: „პირველადი სამედიცინო დახმარება“

2017 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, სამედიცინო პროფილის საზოგადოებრივი კოლეჯი “პანაცეა”-ს პროფესიული განათლების მასწავლებელმა ქალბატონმა ია გელენიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია, თემაზე: „პირველადი სამედიცინო დახმარება“. სემინარის მსვლელობისას გამოყენებულ იქნა მულაჟები, რომელთა საშუალებით შეიქმნა რეალური გარემო. ქალბატონმა იამ, სტუდენტებს ესაუბრა დროულად და სწორად ჩატარებული პირველადი დახმარების მნიშვნელოვნებაზე. სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ სიმულაციური სწავლების […]

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს , საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და საზოგადოებრივ კოლეჯ “პანაცეა“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევასა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში, ასევე ხელს შეუწყობენ ერთმანეთის საქმიანობის პოპულარიზაციას.

დეკანის მილოცვა პროფესორ-მასწავლებლებს

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა შორენა ხუბუნაიამ, სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს.  

ინეტელქტუალური ბიზნეს ოლიმპიადის მოთამაშის დაჯილდოება

როგორც ცნობილია, 2017 წლის აპრილის თვეში, აჭარაში ინეტელქტუალური ბიზნეს ოლიმპიადა გაიმართა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია SEPIA-ს ორგანიზებით. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, აკადემიის მიერ დაწესებული ჯილდო პლანშეტური კომპიუტერი, მოთამაშეთა შორის საუკეთესო კითხვის ავტორის გამარჯვებულს დავით ფუტკარაძეს, აკადემიის პროფესორმა და ბიზნეს ოლიმპიადის ავტორმა პაატა ცაგარეიშვილმა გადასცა.  

ტერაბანკის დარგობრივი აუდიტორიის გახსნა

2017 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, პარტნიორი კომპანია ტერაბანკის ინიციატივით დარგობრივი აუდიტორია გაიხსნა, სადაც ბანკის მოლარე ოპერატორის პროგრამის სტუდენტები, სამუშაო გარემოში დაეუფლებიან პროფესიის შესაბამის უნარებს.  

სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონია

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აკადემიის დირექტორმა, ქალბატონმა ია ერაძემ, მიულოცა სასაწავლო წლის დაწყება და წარმატებები უსურვა მათ. ასევე სიტყვით გამოვიდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და აკადემიის პროფესორი ბატონმა კახაბერ ერაძე, რომელმაც ისაუბრა განათლების […]

ინგლისური და ქართული ენის ფლობის განმსაზღვრელი შეფასება

2017 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, ჩატარდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის ინგლისური და ქართული ენის ფლობის განმსაზღვრელი შეფასება.  

სპექტაკლები: “ ბაბაჯანას ქოშები“ და  „ჯინსების თაობა“

2017 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SB-ს სააქტო დარბაზში გაიმართა სპექტაკლები: “ ბაბაჯანას ქოშები“ და  „ჯინსების თაობა“ , სპექტაკლებმა მაყურებელებში დიდი მოწონება დაიმსახურა.  

ტესტირება ინგლისურ ენაში

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ პირთა საყურადღებოდ : ოთხშაბათს, 20 სექტემბერს, 12:00 საათზე ტარდება ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენი სავალდებულო ტესტირება.

სპექტაკლები საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში

2017 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA გიწვევთ სპექტაკლებზე: „ბაბაჯანას ქოშები“ დასაწყისი 15:00 საათი. „ჯინსების თააობა“ დასაწყისი 17:00 საათი. აკადემიის სტუდენტებისთვის დასწრება თავისუფალია! გელოდებით!

სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ცერემონია

ძვირფასო სტუდენტებო ! 25 სექტემბერს, გიწვევთ სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე. თქვენ გელით საჩუქრები, სიურპრიზები, დადებითი ემოციები და პოზიტიური განწყობა!

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ ქ.თბილისის N105-ე საჯარო სკოლასთან

„სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების ქვეპროგრამის“ პროექტის ფარგლებში, რიგით მეოთხე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სსიპ ქ.თბილისის N105-ე საჯარო სკოლასთან.  

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ ქ.თბილისის N92-ე საჯარო სკოლასთან

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, კვლავ აგრძელებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას ქ.თბილისის საჯარო სკოლებთან „სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების ქვეპროგრამის“ პროექტის ფარგლებში. 2017 წლის 5 სექტემბერს, სსიპ ქ.თბილისის N92-ე საჯარო სკოლასთან გაფორმდა მემორანდუმი.  

საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროფესიული განათლების შესახებ

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროფესიული განათლების შესახებ. პროფესიული განათლების გამოწვევებზე, უპირატესობასა და პრობლემებზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აკადემიის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე ჩაწერა. ქ-ნ. იამ აკადემიის მიერ შეთავაზებულ აქტივობებსა და სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობაზე ისაუბრა. საზოგადოებრივი მაუწყებელი აპლიკანტსაც გაესაუბრა, თუ რატომ აირჩია პროფესიული განათლება და SBA.  

საბაკალავრო პროგრამაზე რეგისტრაცია

გილოცავთ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს სტუდენტობას! გპირდებით საუკეთესო სტუდენტურ წლებს ჩვენთან ერთად ! გისურვებთ წინსვლას ცხოვრების იმ დიდ გზაზე, რომელზეც ახლა დგამთ პირველ ნაბიჯებს. ეს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტაპის დასაწყისია. საბაკალავრო პროგრამაზე რეგისტრაცია წარმოებს 2017 წლის 6 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით. რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი საბუთები: ა)აბიტურიენტის პირადობის მოწმობის ასლი ორიგინალთან ერთად; ბ)განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი […]

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ ქ.თბილისის N176-ე საჯარო სკოლასთან

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, აგრძელებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას ქ.თბილისის საჯარო სკოლებთან „სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების ქვეპროგრამის“ პროექტის ფარგლებში. 2017 წლის 5 სექტემბერს, სსიპ ქ.თბილისის N176-ე საჯარო სკოლასთან გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი ძალებით მოხდება ზრუნვა, სკოლის მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაზე და შრომითი და პროფესიული უნარების განვითარებაზე.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2017 წლის 4 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ, სსიპ ქ.თბილისის N156-ე საჯარო სკოლასთან „სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სკოლის ასაკშივე შეძლებენ გამოიმუშავონ შრომითი და პროფესიული უნარები, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ მოტივაციას.  

ახალი პროექტის შესახებ

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, საზოგადოებისათვის ფინანსური ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთ აქტივობას ახორციელებს. აღნიშნული მიმართულებით ახალი პროექტების განხორციელების თაობაზე შედგა სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ბანკთან, რომელსაც აკადემიის მხრიდან ესწრებოდნენ: აკადემიის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი, ქალბატონი შორენა ხუბუნაია, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკიდან: საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ალექსანდრე ქოჩიაშვილი, […]

სამუშაო შეხვედრა „Study in Georgia“-ს ფარგლებში

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, პროექტ „Study in Georgia“-ს ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, ბატონ თეიმურაზ მურღულიასთან სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ისაუბრეს უცხოელი სტუდენტების საქართველოში სწავლის შესაძლებლობების, სტუდენტური საერთო საცხოვრებლებისა და პროექტ Study Buddy-ს შესახებ. აღნიშნულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.  

აბიტურიენტთა მომზადება ერთიანი ეროვნული და საატესტატო გამოცდებისთვის

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ენების სკოლა აცხადებს მიღებას აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსებზე ერთიანი ეროვნული და საატესტატო გამოცდებისთვის. მიღება მიმდინარეობს შემდეგ საგნებზე: 📕ქართული ენა და ლიტერატურა 📗ინგლისური ენა 📘რუსული ენა 📙ზოგადი უნარები ჩვენთან სწავლის უპირატესობები: ➡აქცენტი ხარისხიან განათლებაზე; ➡მაღალკვალიფიციური პედაგოგები; ➡კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო; ➡აბიტურიენტთა მოსამზადებელი პროგრამები მორგებულია ერთიანი ეროვნული და საატესტატო გამოცდებით გათვალისწინებულ სტანდარტებს; ➡რეგულარული შემაჯამებელი […]

ხელშეკრულების გაფორმება კომპანია “LLC Admission fix”-თან

2017 წლის 3 აგვისტოს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ კომპანია “LLC Admission fix”-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კომპანიამ უნდა უზრუნველყოს უცხოელი სტუდენტების მოიზიდვა აკადემიაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანია „LLC Admission fix“-ის დირექტორი ონიემაეჩი ჰენრი ოდინაკა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის წარჩინებული კურსდამთავრებულია.  

მოკლევადიან პროგრამებზე სწავლება დაიწყო

დაიწყო სამუშაოს მაძიებელთა მოკლევადიან პროგრამებზე სწავლება საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში. აკადემიის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე შეხვდა პროგრამაში მონაწილეებს, მიულოცა სწავლის დაწყება და წარმატება უსურვა მათ.  

საწარმოო პრაქტიკა ტერაბანკში

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბანკის ოპერატორის პროფესიული პროგრამის სტუდენტმა მარიამ მთიულიშვილმა, საწარმოო პრაქტიკა აკადემიის პარტნიორ „ტერაბანკი“-ს თავისუფლების მოედნის განყოფილების ფილიალში გაიარა.  

საწარმოო პრაქტიკა შპს „QBQ“ -ში

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ოფისის მენეჯერის პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა ირაკლი ახალაძემ, ნათია ნარინდოშვილმა, ელიზა იგითხანიანმა, გვანცა ჩიხრაძე და თეონა შამანაურმა საწარმოო პრაქტიკა აკადემიის პარტნიორ შპს „QBQ“ -ში გაიარეს.  

საწარმოო პრაქტიკა ტერაბანკში

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბანკის ოპერატორის პროფესიული პროგრამის სტუდენტმა ლელა ცინცაძემ, საწარმოო პრაქტიკა აკადემიის პარტნიორ „ტერაბანკი“-ს გლდანის ფილიალში გაიარა.  

საწარმოო პრაქტიკა და სერტიფიკატების გადაცემა

საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ს სტუდენტებმა, აკადმიის პარტნიორ ორგანიზაცია- საქართველოს ბანკების ასოციაციაში გაიარეს საწარმოო პრაქტიკა, სადაც მათი სპეციალობის შესაბამისი პრაქტიკული უნარები შეიძინეს. მიმდინარე წლის 18 ივლისს, სტუდენტებს საქართველოს ბანკების ასოციაციამ, ყალბი ფულის პრევენციის კურსის გავლის სერტიფიკატები გადასცა.  

ურთიერთთანამშრომლობისა და პარტნიორობის მემორანდუმი

მიმდინარე წლის 13 ივლისს, საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღა“-სა და და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის შორის ურთიერთთანამშრომლობისა და პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ და საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღის“ დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა მოაწერეს ხელი. აღნიშენული მემორანდუმის თანახმას, მხარები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევასა და ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის მიმართულების […]

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღა“-ში გაიმართა საინფორმაციო სემინარ-კონფერენცია

მიმდინარე წლის 13 ივლისს, საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღა“-ში გაიმართა საინფორმაციო სემინარ-კონფერენცია. საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისთვის გამართულ სემინარს ესწრებოდნენ მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე- მარიამ ჯაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი- ინგა შამილიშვილი,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე- ქეთევან ნატრიაშვილი, პროფესიული სასწავლებლების პარტნიორები ბიზნეს სექტორიდან, აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი- თემურ […]

სამუშაო შეხვედრა „საწარმოო პრაქტიკის როლი პროფესიულ სწავლებაში“

მიმდინარე წლის 12 ივლისს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა . შეხვედრის მიზანი გახლდათ საწარმოო პრაქტიკის გაძლიერებაზე მიმართული კონკრეტული მექანიზმების გამოვლენა და განხილვა. მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიულ სწავლებაში საწარმოო პრაქტიკის სრულყოფის გზებზე. აღნიშულ შეხვედრას ესწრებოდა პროფესიული განათლების განვითარებაში ჩართული პირები. შეხვედრას უძღვებოდა პროფესიული განათლების საკითხების ექსპერტი- შორენა ჯაფარიძე. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს მხრიდან შეხვედრას […]