საექთნო საქმის სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა!
საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, კლინიკური მოდულების განხორციელების პერიოდში წარმოშობილი გამოწვევებისა და ახალი სასწავლო პერიოდის დაგეგმვასთან დაკავშირებით; შეხვედრას ესწრებოდა საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარი ექთანი – მარინე მუშკუდიანი.