პროფესიული განათლების მასწავლებლი
ვებგვერდი საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA
„საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA“ აცხადებს ვაკანსიას „კომპიუტერული ქსელი და სისტემების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე.
საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამის პროფესიულ განათლებას, პრაქტიკაზე ორიენტირებულ და ხარისხიან სასწავლო პროცესს.
აკადემია უკვე 15 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და ახლახანს, მესამედ, მოიპოვა 6-წლიანი ავტორიზაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის ხარისხსა და სტაბილურობას.
სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N20
სამუშაო გრაფიკი – დასაქმებულის სამუშაო დრო არანორმირებულია და ითვალისწინებს სასწავლო მეცადინეობების ცხრილს
მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. პირს პროფესიულ მასწავლებლად აყვანის მომენტისთვის უნდა ჰქონდეს კომპიუტერული ქსელი და სისტემების მიმართულებით შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით (ცნობა, სამუშაო აღწერილობა და ა.შ.).
2. უნდა იყოს დარგში მოქმედი სპეციალისტი
3. ქართული ენის გამართული ცოდნა (როგორც ზეპირი, ისე წერითი);
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე career@sba.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 15 სექტემბერი
„SBA” კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას „SBA” ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. მათ შორის ვაგროვებთ და ვინახავთ, თქვენს მიერ წარმოდგენილ რეზიუმეში/ CV-ში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალური მონაცემები ინახება ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 6 თვის განმავლობაში.
თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი მონაცემები შევინახოთ და განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე, რეზიუმეს/ CV-ის გამომგზავნისას. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თანახმა ხართ თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები და ბიოგრაფია განიხილოთ სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე, თქვენი დანიშვნის მიზნით, 2 (ორი) წლის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა განიხილება მხოლოდ არსებულ ვაკანსიაზე. ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კოლეჯისათვის ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე career@sba.edu.ge

