სტუდენტური ცხოვრება Home »

ჩვენთან სტუდენტური ცხოვრება მდიდარი და მრავალფეროვანია. სტუდენტური თვითმმართველობა მონაწილეობს დაწესებულების მართვაში, ხოლო თვითმმართველობის კომიტეტები მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული, სამეცნიერო-შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებით არიან დაკავებული. თვითმმართველობის წევრი სტუდენტები აწყობენ ტრენინგებს, ინტელექტუალურ თამაშებს, კონფერენციებსა თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებებს, ექსკურსიებს, ლაშქრობებს და სხვა კულტურულ აქტივობებს, მართავენ შეჯიბრებებს და ჩემპიონატებს სპორტის მრავალ სახეობაში.

საქართველოს ბიზნესის აკადემიას ჰყავს საკუთარი საფეხბურთო გუნდი, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა ჩემპიონატებში საქართველოს მასშტაბით.

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს სტუდენტური თვითმმართველობა არა ერთი აქტუალური ღონისძიების ავტორი და შემსრულებელია.