უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის Home »

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ პროგრამაზე ჩარიცხვა

1. უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ პროგრამაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1.პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით უნდა წარმოადგინონ ან ელექტრონულად გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში-წარმომადგენლის) განცხადება (ქართულ ან ინგლისურ ენაზე);

ბ) შევსებული ანკეტა (ქართულ ან ინგლისურ ენაზე);

გ) აპლიკანტის პასპორტის ასლი (ორიგინალი წარმოდგენილი უნდა იქნეს პირადად,  ჩარიცხვის შესახებ ოფიციალური თანხმობის გაცემის შემდეგ, კონტრაქტის გაფორმების მომენტში. კონტრაქტის გაფორმების დასრულებისთანავე ორიგინალი დაუბრუნდება განმცხადებელს)

დ) პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობების შესაბამისად – საბაზო განათლების ან უფრო მაღალი საფეხურის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, (ორიგინალი და განათლების აღიარების დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნეს პირადად,  ჩარიცხვის შესახებ ოფიციალური თანხმობის გაცემის შემდეგ, კონტრაქტის გაფორმების მომენტში. კონტრაქტის გაფორმების დასრულებისთანავე ორიგინალი დაუბრუნდება განმცხადებელს);

ვ) პირმა, რომელმაც წინმსწრები განათლება მიიღო უცხოეთში, რის საფუძველზეც ხდება ჩარიცხვა პროფესიულ პროგრამაზე – უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების დოკუმენტი;

2. პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ ოფიციალური თანხმობის გაცემის შემდეგ, კონტრაქტის გაფორმების მომენტში დამატებით უნდა იქნას წარმოდგენილი:

ა) ორი ფერადი ფოტოსურათი;

ბ) იმ ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რა ენაზეც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა. დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს ატესტატი, თუ პირმა სასკოლო განათლება მიიღო პროგრამის განხორციელების ენაზე.  ინგლისური ენის შემთხვევაში – საერთაშორისო დონეზე აღიარებული დოკუმენტი (ინგლისურის, როგორც მეორე უცხო ენის ტესტის ჩაბარების დოკუმენტი ან სხვა) ან აკადემიის ენების სკოლის მიერ ჩატარებული სასერთიფიკატო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით გაცემული ინგლისური ენის სერთიფიკატი. დოკუმენტის წარმოდგენა არაა სავალდებულო, თუ პირი არის იმ ქვეყნიდან, რომლის სახელმწიფო ენაა ინგლისური;

გ) არაქართულენოვანი პირის მიერ ქართულენოვან პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში- ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გავლის დოკუმენტი ან ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენის გამოცდის ჩაბარების დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტის არარსებობისას პირს უტარდება გამოცდა ენების სკოლის მიერ. პირის მიერ ქართული ენის ფლობის დონის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ის სწავლას იწყებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი დონის ქართული ენის მოდულით;

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაცია და ჩარიცხვის პროცედურები

1. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე პირადად ან წარმომადგენლელზე ამ წესის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, აპლიკანტი გადაიხდის სწავლის საფასურის არანაკლებს 50%, რის შემდეგაც აკადემიის დირექტორის მიერ გამოიცემა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი პირის ჩარიცხვის შესახებ და  გაიცემა მოწვევის წერილი;

2. მოწვევის საფუძველზე აპლიკანტს უფლება ეძლევა ვიზის მისაღებად მიმართოს შესაბამის საკონსულო დაწესებულებას და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, ჩამოვიდეს საქართველოში;

3. პროგრამაზე რეგისტრაციისა და ჩარიცხვის პირობების შესრულების შემდეგ პროფესიულ სტუდენტს უფრორმდება კონტრაქტი დირექტორის მიერ.