🎊📣გილოცავთ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის კიდევ ერთ წარმატებას,
აკადემიამ წარმატებით მოიპოვა პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელების უფლება
👉საწყობის ლოგისტიკა
👉საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ორგანიზება
👏მიუხედავად ქვეყანასა და მსოფლიოში არსებული მძიმე მდგომარეობისა, აკადემიას არ შეუწყვეტია განვითარებაზე ზრუნვა.
აკადემიის პროფესიონალთა გუნდისა და პარტნიორთა კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გადაიდგა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი აკადემიის უპირველესი სტრატეგიული მიზანის მისაღწევად, რაც საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებას გულისხმობს
აღსანიშნავია, რომ აკადემიის ერთ-ერთ პრიორიტეტად მიჩნეული დარგი – „ლოგისტიკა“ პანდემიის პირობებშიც კი არ კარგავს აქტუალობას და სრულფასოვნად განაგრძობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებას
წელს პირველად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად სწორედ ლოგისტიკა იქნა მიჩნეული და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი აკადემიის სწორ ხედვებს.
✅სახელმწიფოს მიერ აღიარებულ „საწყობის ლოგისტიკის“ და „საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ორგანიზების“ პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს სრულ ზოგად განათლებას.
👉პროფესიული მომზადების პროგრამების აქტუალობა მის მოქნილობასა და უმოკლეს დროში დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაშია.
👉აკადემია იზრუნებს პროგრამების კურსდამთავრებულების სწრაფ დასაქმებაზე საქართველოს ბაზარზე ოპერირებად წამყვან ლოგისტიკურ კომპანიებში.