საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აგრძელებს წარმატებულ პარტნიორებთან თანამშრომლობას!
აკადემიასა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მომართვა თანამშრომლობის ინიციატივით: ”გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ხარისხიანი განათლება და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლებაა, გვაქვს სურვილი ვითანამშრომლოთ თქვენთან, როგორც წარმატებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციასთან”.
აღნიშნული მემორანდუმის მიზანია:
სტუდენტების დახმარება ხარისხიანი განათლების მიღებასა და თვითრეალიზაციაში;
სტუდენტების მიერ პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული განმტკიცება;
შესაბამისი გამოცდილების გაზიარება;
სტუდენტებისათვის დარგობრივი კომპეტენციების განმტკიცება და შესაბამისი უნარების განვითარება.