საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, აგრძელებს აქტუალური და მოთხოვნადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატებას.
მიმდინარე წლის 22 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე, სადაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატების საკითხების განხილვა მიმდინარეობდა, აკადემიას მიენიჭა უფლებამოსილება დამატებით განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები: ტურიზმი (საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი) და ფინანსები (საფინანსო სერვისები).
საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA ულოცავს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს კიდევ ერთ წარმატებას!