საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA სრულიად აცნობიერებს თავის სოციალურ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე.
დაარსების დღიდან სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აკადემია არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს.
მიმდინარე წლის 28 დეკემბერს, ტრადიციულად, აკადემიის ადმინისტრაციულმა პერსონალმა საქართველოს უსინათლოთა კავშირის სოციალურად დაუცველ წევრებს აკადემიის სახელით მათთვის შეძენილი ნობათი გადასცა.