საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში სტუდენტთა ინიციატივით დაგეგმილია მორიგი შეხვედრა აკადემიის სტუმართან.
ლოგისტიკის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეხვდება ლოგისტიკის ასოციაციის თავჯდომარე გიორგი დობორჯგინიძე.
შეხვედრა მიზნად ისახავს ლოგისტიკის მიმართულებით დარგში არსებული სიახლეების გაცნობას ლოგისტიკის სტუდენტებისთვის, რომელიც გაიმართება დისტანციურად მიმდინარე წლის 22 თებერვალს 16:00 საათზე.
საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია (GLA) 2011 წელს დაარსდა და წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას ლოგისტიკური, სატრანსპორტო და მიწოდების ჯაჭვის მართვის სფეროში. მისი წევრები არიან სატრანსპორტო/ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის სფეროებში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები.
გიორგი დობორჯგინიძე GLA-ს თანადამფუძნებელი და მისი თავმჯდომარეა. როგორც ლოგისტიკის დარგის ერთ-ერთ პიონერს, მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში თანამედროვე ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის განვითარებაში.
ბ-ნ გიორგის მოპოვებული აქვს ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ლოგისტიკაში. გერმანიაში სწავლის დასრულების შემდგომ იგი შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა გერმანიაში წამყვან კონსულტანტად მოწინავე საკონსულტაციო კომპანიებში- Dornier Group, SCI Verkehr.
მას აქვს 20 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მენეჯმენტში. 2007 წელს იგი დაბრუნდა საქართველოში და 2015 წლამდე იყო ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში ერთ-ერთი წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის Transcare-ს მმართველი პარტნიორი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
შეხვედრის ბმული სტუდენტებს გაეგზავნებათ Email-ზე 15 წუთით ადრე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22,
032 240 34 40; 032 240 33 40
ან მოგვწერეთ: PR@sba.edu.ge