მიმდინარე წლის 29 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ორგანიზებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შემეცნებითი ექსკურსია „ბიზნესი და გაზაფხული“ მოეწყო. აკადემიის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმი, ხორნაბუჯის ციხესიმაგრე, ელიას მთა. დღის ბოლოს ისინი ესტუმრნენ დედოფლის წყაროში მდებარე ფერმას, რომელსაც ერთ-ერთი ახალგაზრდა ფერმერი უძღვება. მან სტუმრებს უამბო როგორ მიაღწია წარმატებას და გააცნო ფერმაში მუშაობის სპეციფიკა დუალური განათლების განხორციელების ფარგლებში.