როგორც ცნობილია, 2017 წლის აპრილის თვეში, აჭარაში ინეტელქტუალური ბიზნეს ოლიმპიადა გაიმართა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია SEPIA-ს ორგანიზებით. ოლიმპიადის ერთ-ერთი ნომინაციის, მოთამაშეთა შორის საუკეთესო კითხვის ავტორის გამოვლენა დასრულდა18 მაისს.
სოციალურ ქსელში, გამოკითხვის შედეგებით გამარჯვებული გახდა ბათუმის N 9-ე საჯარო სკოლის მენეჯერი, დავით ფუტკარაძე კითხვით კოკო შანელის შესახებ. გამარჯვებულს გადაეცემა პლანშეტური კომპიუტერი. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ულოცავს დავით ფუტკარაძეს გამარჯვებას.