ისე როგორც არასდროს დღეს მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეს ერთმანეთის ჯანმრთელობას,
გადავცეთ უფრო მეტი სიყვარული.
საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეუერთდა კამპანიას #გამოხატე
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში აკადემიამ დაამზადა პირბადეები, რომლის შინაარსიც მდგომარეობს შემდეგში:
წარმოიდგინე სიტყვა, რომელიც არ გითქვამს;
ხმა, რომელიც არ გაგიჟღერებია;
ამბავი, რომელიც არ მოგიყოლია;
გრძნობა, რომელიც არ გაგიმჟღავნებია;
გმირობა, რომელიც არ ჩაგიდენია.
იცი, რომ შეგიძლია შეცვალო ადამიანის მთლიანი დღე და მომავალი უბრალო სიტყვებით: მიყვარხარ! მაპატიე!.. შენ გვერდით ვარ! წინ იარე! გაუძელი! გამოგივა!
და უბრალო ქმედებით: აღტაცებით მიესალმო თუნდაც უცხო ადამიანს. ჩაეხუტო. დაუთმო. კარი გაუღო. მოულოდნელად დაურეკო მშობლებს, მეგობრებს. უბრალო მომსახურებისთვისაც მადლობა გადაიხადო იყავი ის ერთი, რომელსაც სჯერა სხვისი უკეთესობის, სწამს შეცვლის, მოლოდინი აქვს წარმატების და არ ნებდება არასოდეს. ჩაერთე კამპანიაში და შენც #გამოხატე.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მხოლოდ SBA -ის სტუდენტებსა და პერსონალს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური ვაუჩერით, 20%- ფასდაკლებით.
მათ შეეძლებათ სასურველი ჰუდების შეძენა და ამ შემთხვევაში SBA-ის სახელით საჩუქრად გადაეცემათ მრავალჯერადი პირბადე, რომელიც აკადემიამ დაამზადა.
ვაუჩერით სარგებლობისთვის მოგვწერეთ SBA-ის ფეისბუქ გვერდის პირად შეტყობინებაში და გადმოგცემთ ვაუჩერის კოდს.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტებს:
gamoxate.ge
shop.gamoxate.ge
+995 597 494 932