განათლებისა და დასაქმების სფეროებში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა პროფესიული უნარების მქონე პირთა დასაქმების პოლიტიკის შემუშავება და ამ პროცესში პარტნიორთა აუცილებელი ჩართულობა იყო. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე.