საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აგრძელებს წარმატებული პარტნიორების შემოკრებას, ამის ნათელი მაგალითია 2018 წლის 16 სექტემბერს „კორპორაცია ქინძმარაულთან“ დადებული ხელშეკრულება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. “კორპორაცია ქინძმარაული” არის წარმატებასა და ხარისხზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც დიდი ისტორიის მატარებელია. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევაში და ტურიზმის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში.