მიმდინარე წლის 11 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ში ჩატარდა დასაქმების ფორუმი. ფორუმის დაწყებამდე შპს „ოდისეა“ და დასაქმების სააგენტო ეიჩარის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია წარუდგინეს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, მათ ისაუბრეს თავიანთ კომპანიებზე, გასაუბრებაზე ქცევის ნორმებზე და ფორუმის მნიშვნელობაზე.
შემდეგ პარტნიორმა ორგანიზაციებმა ამავე სასწავლებლის კურსდამთავრებულებსა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შესთავაზეს რეალურ ვაკანსიები. სამუშაოს მაძიებლებმა წარუდგინეს რეზიუმე- CV და გასაუბრება გაიარეს პოტენციურ დამსაქმებლებთან.