2017 წლის 20 დეკემბერს, გაიმართა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პროფესიული მომზადება- გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებულმა ბენეფიციარებმა, აკად ემიის პროფესიული და საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულებმა და სტუდენტებმა.
დასაქმების ფორუმის პირველი ნაწილი გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მიმართა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერეების სამინისტროს წარმომადგენლები.
გადამზადებულ ბენეფიციარებს, საზეიმო ვითარებაში, გადაეცათ სერტიფიკატები.
დასაქმების ფორუმის მეორე ნაწილი პოტენციურ დამსაქმებლებთან აპლიკანტების გასაუბრებას დაეთმო.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გამართული ფორუმი იყო საუკეთესო შანსი პროფესიული მომზადება- გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული კურსდამთავრებულთა დასასაქმებლად.