პროექტი „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ 2015-2017 წლებში 18 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. ღონისძიებების ფარგლებში, სააგენტომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან (სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი) და სახელმწიფო უწყებებებთან ერთად დასაქმების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დახვეწაზე, ინსტიტუციურ რეფორმაზე, ინფორმაციული სისტემების და ადამიანური რესურსების განვითარებაზე, ასევე დასაქმების საკითხებზე საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე იმუშავა.
საქართველოში იმყოფება ევროკავშირის რევიზიის მისია, ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, რომელიც ჩართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში. ექსპერტებმა დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, თუ სად მიმდინარეობს სწავლების პროცესი, რომელიც დადებითად იქნა შეფასებული.