2018 წლის 15 მაისს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას ეწვია ესტონეთის დელეგაცია.
შეხვედრა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გაიმართა, სტუმრებმა შეხვედრის დაწყებამდე დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცვნენ სასწავლო გარემოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტმა ნია გუგუნავამ დამსწრე სტუმრებს პრეზენტაციის სახით მიაწოდა ინფორმაცია აკადემიის შესახებ, მის მიზნებსა და ამოცანებზე.
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტმა ბატონმა გოგა ბერაიამ, ისაუბრა საქართველოს განათლების სისტემაზე, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის საქმიანობაზე, გეგმებსა და პრობლემებზე.
ესტონელმა სტუმრებმა ისაუბრეს თავიანთი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ, რომელსაც ახორციელებენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, განხილულ იქნა თანამშრომლობის შსაძლებლობები, ერასმუს + ფარგლებში. დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები.
სტუმრებმა მოიწონეს აკადემიის საქმიანობა და გამოთქვეს მზაობა გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები.