მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტისა და აკადემიის თვითმმართველობის ორგანიზებით, სტუდენტთათვის მოაწყო სასწავლო ექსკურსია, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.
აკადემიის სტუდენტები ადგილზე გაეცვნენ ეროვნული ბანკის ფუნქციებს, ცენტრის მუშაობას და ფულადი ნაკადების მოძრაობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
სასწავლო ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრის თანამშრომლები, რამაც უფრო საინტერესო გახადა შეხვედრა. დაკვირვების პროცესმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, სტუდენტებმა გამოხატეს კმაყოფილება.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA , მადლობას უხდის ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს თანამშრომლობისთვის.