გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოლდენბურგის პროფესიული მომზადების უმაღლესი სკოლა BBS Wechloy-ის „ტურიზმისა“ და „ფინანსების“ პროგრამის სტუდენტები და მასწავლებლები, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ტურიზმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან ერთად პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სიმონ ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში.