2018 წლის 6-7 ოქტობერს კურორტ ნუნისში სასტუმრო კომპლექსის დამფუძნებელმა ბატონმა დავით მორჩილაძემ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორები და წარმომადგენლები მიიწვია კურორტის დასათვალიერებლად და მართვის სპეციფიკის გასაცნობად.
გამაჯანსაღებელი კურორტი ნუნისი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე და აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. სასტუმრო კომპლექსის მართვის ჯგუფმა სტუმრებს გააცნო სერვისის თავისებურებანი. ასევე კოლეჯის დირექტორებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია კოლეჯის საქმიანობისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. ვიზიტი შემდეგ ბატონი დავითი გაესაუბრა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორს, ქალბატონ ია ერაძეს და განაცხადა, რომ 10 ოქტომბერს აკადემიის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმს დაესწრება, დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობის ნაბიჯები.