✅დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA მუდმივად თანამშრომლობს დასაქმების დეპარტამენტთან!
დღეს, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია და საქართველოს ბიზნეს აკადემიის ხელმძღვანელი ქალბატონი ია ერაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. დეპარტამენტის უფროსმა ქალბატონმა მარიამ ბეზარაშვილმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დასაქმების ხელშემტყობი სერვისების შესახებ.
თავის მხრივ ბატონმა ივა ჭყონიამ, რომელიც საქართველოს ბიზნეს აკადემიის პარტნიორია გამოთქვა სურვილი დასაქმების დეპარტამენტთან სამომავლო თანამშრომლობის, რაც საქართველოს ბიზნეს აკადემიასთან ერთად სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში და განსაკუთრებით სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში მათი ერთობლივი აკრედიტირებული პროგრამით ჩართულობას შეეხებოდა.
ასევე, სტუმრის მხრიდან გამოითქვა სურვილი უახლოეს მომავალში დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ დასაქმების ფორუმში მონაწილეობისა და შემდგომი თანამშრომლობისა.