საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის დირექტორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალეობისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით.
აკადემია საქმიანობას ახორციელებს კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე, აღნიშნული თანამშრომლობა მნიშველოვანია რაიონის განვითარებისთვის.
აღსანიშნავია რომ კრწანისის რაიონის გამგეობა აქტიურად არის ჩართული აკადემიის სასწავლო პროცესის განხორციელების ნაწილში, როგორც სასწავლო საწარმო,
ასევე გამგეობის წარმომადგენლი გახლავთ აკადემიის მართვის კოლეგიალურ ორგანოს, სენატის წევრი.