როგორც ცნობილია, 2017 წლის აპრილის თვეში, აჭარაში ინეტელქტუალური ბიზნეს ოლიმპიადა გაიმართა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია SEPIA-ს ორგანიზებით. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, აკადემიის მიერ დაწესებული ჯილდო პლანშეტური კომპიუტერი, მოთამაშეთა შორის საუკეთესო კითხვის ავტორის გამარჯვებულს დავით ფუტკარაძეს, აკადემიის პროფესორმა და ბიზნეს ოლიმპიადის ავტორმა პაატა ცაგარეიშვილმა გადასცა.