დაიწყო ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ბათუმის საჯარო სკოლების 11-12 კლასის მოსწავლეები. ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან, საქართვლოს ბიზნესის აკადემია -SBA და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია- SEPIA. ოლიმპიადის მხარდამჭერები: შემოსავლების სამსახური, ტერაბანკი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ფინანსური მართვის ჯგუფი-FMG, ბათუმის მინი-ბოსის სკოლა, სამოტივაციო ვებ-გვერდები -www.4motivi.com და www.b2p.ge.
ოლიმპიადამ სტარტი აიღო თბილისში 2016 წლის 14 ნოემბერს, რის შემდეგაც დაიგეგმა რეგიონებში გასვლა და ოლიმპიადის გაგრძელება. დაინტერესდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო , რომელიც ოლიმპიადის მხარდამჭერი გახდა და დღეს ბიზნეს ოლიმპიადის გაცნობითი შეხვედრა შედგა, ქალაქ ბათუმის N2 და N14 საჯარო სკოლებში სადაც გამოვლინდა ოლიმპიადაში მონაწილე სკოლის მოსწავლეები. ბათუმის სკოლებში გაცნობითი შეხვედრები გაგრძელდება 7 აპრილის ჩათვლით.
გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიითა და სასწავლო გრანტებით. ასევე მხარდამჭერების მიერ დაწესებული საჩუქრებით.
ოლიმპიადის მიზანია სკოლის მოსწავლეებს განუვითარდეთ თანამედროვე საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისათვის აუცილებელი უნარები, გაეცნობიან იმ პრინციპებს, რასაც ემყარება Mercedes-Benz-ის, BMW-ის, Ford-ის, Apple-ის, Microsoft-ის და სხვა მრავალი კომპანიის წარმატება, გაიგონ, თუ რომელი პროფესიაა მათთვის მოსაწონი ყველაზე მეტად და განუვითარდებათ დასაქმებისათვის საჭირო უნარები.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA წარმატებას უსურვებს მონაწილეებს.