დაიწყო სუპერ ფინალის შესარჩევი ეტაპი ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა “მომავლის ბიზნესმენების“, რომელიც გაიმართა 7 მარტს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ქალაქ რუსთავის N 5და N 23 საჯარო სკოლების წინასწარ შერჩეულ გუნდებს შორის.
თითოეულ სკოლაში 5 გუნდს შორის გაიმართა შეჯიბრი, საუკეთესო გუნდის გამოსავლენად. თამაშში მონაწილე მოსწავლეები მეტად პასუხისმგებლობითა და მომზადებულობით გამოირჩეოდნენ, შესაბამისად შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. გამოვლინდა გამარჯვებული ხუთეული N5 საჯარო სკოლაში, გუნდის მენეჯერი გიორგი ხაჩიძე გუნდის წევრები: ანა საჯაია, თათა ხიდეშელი, მარიამ ხაჩიაშვილი, ნიკოლოზ ჩიქობავა და თამუნა დემეტრაშვილი.
N23 საჯარო სკოლაში, გუნდის მენეჯერი თამუნა ჯანელიძე გუნდის წევრები: ნათია თავაძე, ნანა ყარაშვილი, თამთა თავბერიძე და ზურა მანჯგალაძე.
ოლიმპიადის წესების თანახმად, გამარჯვებული გუნდები 3 აპრილს სუპერფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალი გაიმართება ქალაქ რუსთავის თეატრში, 13:00 საათზე. წარმატებას ვუსურვებთ მონაწილეებს.