2018 წლის 3 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ორგანიზებითა და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია SEPIA-ას ავტორობით, ქალაქ რუსთავში გაიმართა ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადის „მომავლის ბიზნესმენები“ სუპერფინალი. ოლიმპიადამ სტარტი აიღო, 2018 წლის 20 თებერვალს.
ოლიმპიადის სუპერფინალში მონაწილეობას იღებდნენ ქ. რუსთავის
N 4, N 5, N 10, N 12, N 14 , N 17 , N 20 , N 23 და N 24 საჯარო სკოლები.
მონაწილეები გამოირჩეოდნენ მომზადების მაღალი დონითა და პასუხისმგებლობით. დიდი იყო ინტერესი მოსწავლე-ახალგაზრდობისა და საზოგადოების მხრიდან.
ოლიმპიადის წესების თანახმად, დავების უზენაეს საბჭოს წარმოადგენდა და ღონისძიებას ესწრებოდა ქ. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქ. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადილე ნინო ქავთარაძე, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ბატონი კახაბერ ერაძე, ტერაბანკის წარმომადგენელი ბატონი ლაშა ხომერიკი, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბატონი ლევან დგებუაძე.
სუპერფინალში საპრიზო ადგილები დაიკავეს და კუთვნილი პრიზები გადაეცათ შემდეგ სკოლებს :
I ადგილი – ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლა
1. თორნიკე ბულალაური-მენეჯერი
2. საბა დავლაშერიძე
3. ქეთევან მჭედლიშვილი
4. ლაშა ნოზაძე
5. ლუკა გიუნაშვილი
6. ლაშა სეფიაშვილი-უფლებათა დამცველი
II ადგილი- ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლა
1. თამუნა ჯანელიძე-მენეჯერი
2. ნათია თავაძე
3. ნანა ყარაშვილი
4. თამთა თავბერიძე
5. ზურა მანჯგალაძე
6. ლუკა გაჯიაშვილი-უფლებათა დამცველი
III ადგილი- ქალაქ რუსთავის N5 საჯარო სკოლა
1. გიორგი ხაჩიძე-მენეჯერი
2. ანა საჯაია
3. თამარ ხიდეშლი
4. მარიამ ხაჩიაშვილი
5. ნიკოლოზ ჩიქობავა
6. ზურა ჯავახიშვილი-უფლებათა დამცველი
რუსთავის მერმა ბატონმა ირაკლი ტაბაღუამ გამარჯვებულ გუნდს, გადასცა ოქროს გასაღები გუნდის წევრების მიერ წარმოდგენილ ბიზნეს პროექტს რუსთავის მერია 500 ლარით დააფინანსებს. მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა პრიზებით დააჯილდოვეს ოლიმპიადის მონაწილეები.
ოლიმპიადას ესწრებოდნენ მხარდამჭერი ორგანიზაციები: რუსთავის მერია, შემოსავლების სამსახური, ტერაბანკი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ფინანსური მართვის ჯგუფი-FMG, AMERICAN CORNER, სამოტივაციო ვებ-გვერდები –www.4motivi.com და www.b2p.ge, ასევე
ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები: ქ. თბილისის კრწანისის გამგეობა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფინანსური ოფისი, ჯეოტურანი, ქ.რუსთავის რესურს ცენტრი.
საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA მადლობას უხდის ოლიმპიადის მხარდამჭერებს თანადგომისათვის.