როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA -ში მიმდინარობს კონკურსი ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენები“. მიმდინარე წლის 6 მარტს, აკადემიაში გაიმართა „მომავლის ბიზნესმენების“ ბოლო ნახევარფინალი, რუსთავის მე-12 საჯარო სკოლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის 24-ე ქართულ გიმნაზიის წინასწარ შერჩეულ გუნდებს შორის. ნახევარფინალის მიზანს წარმოადგენდა საუკეთესო მენეჯერების გამოვლენა. თამაშის დაწყებამდე, მოსწავლეები გაეცნენ აკადემიის ინფარსტუქტურასა და საგანმანათლებლო პროგრამებს.
ნახევარფინალში, მე-12 საჯარო სკოლის გუნდებს შორის, გაიმარჯვა აიდა მუსაევას ხოლო, 24-ე სკოლის გუნდებს შორის თამარ სამარგულიანის ხუთეულმა.
ოლიმპიადის წესების თანახმად, ამ გუნდის წევრები ავტომატურად გახდნენ მენეჯერები და წაგებული გუნდების წევრებისაგან შექმნეს საკუთარი გუნდები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან შიდა ფინალურ შეხვედრაზე.
შეჯიბრმა საინტერესოდ ჩაიარა, აკადემია წარმატებას უსურვებს მონაწილეებს.